|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბახტაძეს ტაბიძე შეცვლის? - ხონში საკადრო ცვლილებები გრძელდება

ხონის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე თანამდებობასთან ერთად საკრებულოსაც ტოვებს. მისთვის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხს ხონის საკრებულო  ხვალ განიხილავს - ამის შესახებ "ნიუპრესს" საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ განუცხადა.

"საკრებულოს აპარატის სპეციალისტმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, საკრებულოს წევრმა ზაზა რუხაძემ კი დღეს. ხვალ საკრებულო სხდომაზე დაამტკიცებს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს"-, განაცხადა ვალერი ბახტაძემ.    

კითხვაზე, თუ ვინ მიიღებს ხონის საკრებულოში მმართველი პარტიის გამოთავისუფლებულ მანდატს, ვალერი ტაბიძემ განაცხადა, რომ ეს სიის მომდევნო წევრი იქნება.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოში ზაზა რუხაძის ნაცვლად სიის მომდევნო ნომერი თენგიზ ტაბიძე შევა.

ტაბიძე რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია და როგორც ხონში აცხადებენ, ის საკრებულოში რიგითი წევრის სტატუსს არ დასჯერდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თენგის ტაბიძე  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებს.

 

 "რადგან თავიდანვე სიაში ვიყავი, ცვლილების შემთხვევაში მზად ვიყავი, რა თქმა უნდა საკრებულოში შესასვლელად, გვექნება კონსულტაციები და ვფიქრობ გადაწყდება დადებითად"-განაცხადა თენგიზ ტაბიძემ. 

რაც შეეხება თავმჯდომარის პოსტის დაკავებას, ტაბიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"სადაც საჭირო იქნება, მე იქ დავდგები. ახლა ჩემი სპეციალობით ვმუშაობ, თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში - პოლიტიკისაკენ გადადგმული, თუმცა, თუ ეს საჭირო იქნება ჩვენი სამშობლოსთვის, მე ამას გავაკეთებ", - განაცხადა ტაბიძემ. 

 შეგახსენებთ, ხონის მუნიციპალიტეტის 6 წევრს მიწების უკანონოდ გასხვისების ბრალდებით სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. შედეგად, თანამდებობებს დაემშვიდობენ მერის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და მუნიციპალიტეტის 4 საჯარო მოხელე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა