BBC-ის თანახმად „ოცნებამ“ დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი გამოიყენა
„ქართული ოცნება“ უჩივის ბრიტანულ გამოცამას - BBC, რომელმაც გამოქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ...
BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ (Camite) უწოდეს“.
„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იან წლებიდან აღარ გამოიყენებენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - წერს BBC-ი.
ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომლის დასამტკიცებლად BBC-სის საგამომძიებლო ჟურნალისტებმა სამი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს:
პირველი - გამოკითხეს მომიტინგეები, რომლებიც აცხადებნენ, რომ სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა.
მეორე - ესაუბრნენ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მას დაავალეს შეემოწმებინა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შერევის შემდეგ წარმოქმნილი ეფექტი, რის შემდეგაც მას და მის ორ ათეულამდე კოლეგამ თავი ცუდად იგრძნო და მისი რეკომენდაცია იყო აღარ გამოეყენებინათ ეს ნივთიერება, თუმცა მას 2022 წლამადე(სანამ შერგელაშვილი ჯერ კიდევ მუშაობდა შსს-ს სტრუქტურაში) მაინც ამატებდნენ იმ წყალმტყორცნი მანქანების ავზებში, რომლებიც დემონსტრანტების წყლის ჭავლის საშუალებით დაშლისას გამოიყენებოდნენ.
მესამე - გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიასთან დაკავშირებული ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.
„აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს“, - წერს BBC-ი.
გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.
„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.
ავტორი:




17:02
15:35
12:48
10:19
















