ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში იმერეთის დელეგაცია მონაწილეობს
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის ტურისტული ობიექტების და არსებული პოტენციალის გაცნობა, სპეციალურ სტენდებით ტარდება.
გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება და მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
გამოფენის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.
ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კიევისა და ალმა-ატის საერთაშორისო გამოფენებზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
გამოფენაში მონაწილეობენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















