"ბეჭდვურსა და ელექტრონულ წიგნს შორის მინიმალური სხვაობაა"
წიგნის საჯაროს კითხვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაც შეუერთდა, სადაც მწერალ გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა. მწერალი შეკრებილ საზოგადოებას წიგნის შექმნის ისტორიაზე ესაუბრა. ასევე შეეხო იმ განსხვავებებს, რაც წიგნის ბეჭდვურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებობს. თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის განსხვავება მინიმალურია. რადგან არ იცვლება წიგნის იდეა და შინაარსი, ცვლილება მხოლოდ ფორმაშია.
კეკელიძის განმარტებით, მთავარი წიგნის კითხვაა და არ ის, სად და როგორ წაიკითხავ. "არ აქვს მნიშვნელობა ნაბეჭ წიგნს წაიკითხავ, თუ ბეჭდვურს, მთავარია, წაიკითხო. წიგნის კითხვას ის უცნაური თვისება აქვს, რომ სხვისი ცხოვრების თანამონაწილეს გხდის და გარკვეული პერიოდი მისი ცხოვრებით ცხოვრობ", – აღნიშნა მწერალმა.
დღესვე ბიბლიოთეკაში მწერალ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის "ორი თავგადასავალი" პრეზენტაცია–გაყიდვა მოეწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















