|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ პროგრამა "კორპუსის" წესდებაში ცვლილებები შეიტანა

ქუთაისის საკრებულომ პროგრამა "კორპუსის" წესდებაში  შეტანილი ცვლილება დაამტკიცა. კონკრეტულად კი, ცვლილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობაში შევიდა. იმისათვის, რომ მოხდეს მთლიანად კორპუსის მცხოვრებთა ინფორმირება, ამხანაგობის მიერ ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჭირო იქნება   მცხოვრებთა  2/3 ხელმოწერა და მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარის მომართვიანობა არ იქნება საკმარისი. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ხშირად ბინის გადახურვის საკითხით ამხანაგობის თავმჯდომარეზე მეტად, ის მობინადრეები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც მეცხრე სართულზე ცხოვრობენ, ამიტომ შესაძლებელი ხდება მათ მერიას "მინდობილი პირის" სტატუსით მიმართონ.

ასევე ცვლილება შევიდა გადასახური მასალის გამოყენების ვადებში. ის კორპუსი, რომელი მერიის მიერ მიწოდებულ გადასახურ მასალას დანიშნულების მიხედვით 8 თვის განმავლობაში არ გამოიყენებს, აღნიშნულ მასალას მერიას უკან  დაუბრუნებს. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯებს  თავად ამხანაგობა დაფარავს. ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ეს ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ მასალის დაბრუნების გამო მერიას ორმაგი ხარჯის დაფარვა უწევდა.

2016 წელს პროგრამა "კორპუსისათვის" ბიუჯეტში დაახლოებით 5 მილიონია გათვალისწინებული, რაც რამდენიმე პროექტს მოიცავს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი