|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიზნესი 2015"–ის მოსაწყობად 8 600 ლარი დაიხარჯა

ბიზნესის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ქუთაისის მერიის მიერ  გამართული კონკურსისათვის "ბიზნესი 2015" ბიუჯეტიდან 8 600 ლარი დაიხარჯა.  ამის შესახებ "ნიუპრესმა" ინფორმაცია ქუთაისის მერიიდან მიიღო. 20 თებერვალს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხის მიღება მხოლოდ  14 მარტს გახდა შესაძლებელი.   როგორც მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტეს, თანხის დაანგარიშება სხვადასხვა სამსახურების მიერ ინფორმაციის მიღების პროცესმა გააჭიანურა. 

 კონკურსი "ბიზნესი 2015"  ქუთაისის თვითმმართველობამ წელს პირველად მოაწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ადგილობრივ ბიზნესმენს შეძლო. თუმცა მერიის ინიციატივით ქუთაისში რეგისტრირებული დაახლოებით 3500 ბიზნესობიექტიდან მხოლოდ  42 დაინტერესდა.

მერიაში შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული 12 ნომინაციაში გამოავლინა. მათ სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიება 19 თებერვალს გაიმართა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი