|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე, შესაძლებელია, პენსიის გაზრდა"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მოსახლეობას პენსიის მოსალოდნელი გაზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შესაძლებელია, პენსია გაიზარდოს და 400 ლარიანი გახდეს.

ორგანიზაციის წევრები დღეს "მწვანე ბაზარში" მივიდნენ და მოვაჭრეებს შეხვდნენ. 

გიგა შუშანიას თქმით, პენსიის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ ყველას მიაწვდიან ინფორმაციას. 

"ბუკლეტები დავარიგეთ და მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შესაძლებელია, პენსია 400 ლარიანი გახდეს. პირველ წელს 300 ლარი გახდება, შემდგომ 400 ლარი.  სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" არ გაზარდა პენსია, როდესაც ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე, შესაძლებელია, 400 ლარიანი პენსიის დარიგება", -აცხადებს გიგა შუშანია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა