"ბოდიში მომიხადონ, მშობლები რომ მენატრება, წლები ქართულ ენაზე რომ ვერ ვსწავლობდი"
ქუთაისში ანტისაოკუპაციო აქციას წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი აფხაზში მცხოვრები გოგონა შეუერთდა. მან შეკრებილ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ოკუპაციის პრობლემებზე ისაუბრა.
"მესმის და ვიცი, რაც არის ოკუპაცია. ჩემი სახლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ითხოვენ, ქართველებმა ბოდიში მოიხადონ, მაგრამ ვერ ეღირსებიან. თავად მომიხადონ ბოდიში, მშობლები რომ მენატრება, მათ გამო სახლში წასვლა რომ არ შემიძლია, როცა მომინდება. ბოდიში მომიხადონ, ქართულ ენაზე სწავლას რომ მიკრძალავდნენ. მე ვიცი, რაცაა რუსეთი, რუსეთი ოკუპანტია. მადლობა, აქ რომ ხართ და იცავთ თავისუფლებას"-განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქცია მესხიშვილის თეატრთან დაიწყო და მსვლელობით კიკვიძის სკვერში დასრულდა. აქციაზე სიტყვა არ მიეცათ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდების თქმით, აქციაზე მისვლა შეეძლება ყველას, მაგრამ ორგანიზატორი ვერავინ გახდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















