"ბოდიშს ვუხდი ხალხს, არ ვიცოდი, თუ ასე უჭირდათ" [VIDEO]
პარტია "თეთრების" პრეზიდენტობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს მეტად გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. მისი თქმით, მას არ ეგონა, თუ ადამიანებს ასე უჭირდათ.
"ბოდიშს ვუხდი ხალხს, არ ვიცოდი, ასე თუ უჭირდათ. მე ვიცოდი, როცა აქ ვიყავი, მაგრამ დღეს თუ ასე უჭირდა ვერ წარმოვიდგენდი, რაც რაიონებში ვნახე, შეძრწუნებული ვარ. მრცხვენია, ჩემი ბროშურების, რასაც არიგებენ და რომელზეც გაღიმებული ვარ. არ ვიცი, დიდი ბანერები, რომ აქვთ, როგორ არ რცხვენიათ, რა არის სასაცილო? როდესაც სოფლებში გეტყვიან, რომ პური არ აქვთ, ეს არის გულში ცრემლები, რომელმაც ძალა უნდა მოგცეს, რომ შეცვალო სიტუაცია. მე ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას. ხალხი მოაქციეს მარწუხებში. მათ გაწირეს ხალხი. ეს მარწუხებია კოორდინატორები, შტაბები. ვხედავ გაჭირვების გამო კოორდინატორები ტყუილს ეუბნებიან მოქალაქეებს. ერთად უნდა შევცვალოთ ეს რეალობა, თორემ ქვეყანა აღარ გვექნება"-განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















