|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოიკოტი ნანა კოსტავას! - მედიის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები ქუთაისის საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებებს გმობენ და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

,,ჩვენთვის სიძულვილის ენით საუბარი დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვგმობთ ,,ფრაქცია ქართული ოცნება -კონსერვატორების თავმჯდომარის“ ნანა კოსტავას ბოლო დროს გაკეთებულ ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და დეპუტატს ბოიკოტს ვუცხადებთ. ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა. მოვუწოდებთ საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ“,  - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის შემცველი ტექსტი გაავრცელა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა