|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

აღნიშნული შედეგი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 72 073 ტესტის შედეგად გამოვლინდა.  

ამავე ცნობის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემდგომი გართულებისგან  7 პაციენტი გარდაიცვალა. 

 ვირუსისგან  4 764 პირი გამოჯანმრთელდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა