„ბოლო კვლევების მიხედვით ჩვენ ვიგებთ არჩევნებს“-„ნაციონალური მოძრაობა"
საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა დეპუტატებმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინეს. ფრაქციის წევრებმა სამომავლო გეგმაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათი მთავარი საზრუნავი ყველა შეჭირვებული ფენის დახმარება იქნება.
„დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრები რეგიონებში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავიმარჯვოთ არჩევნებში, და ბოლო კვლევების მიხედვით ჩვენ ვიგებთ არჩევნებს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ თავისუფალი საარჩევნო სისტემა“,-აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური.
შეხვედრა მოსახლეობასთან რესტორან „თეთრ სახლში“ გაიმართა, რაზეც სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ფრაქციას არ მიცეს საშუალება შეხვადრა უფრო დიდ დარბაზში გაემართა.
საჯარო შეხვედრის ბოლოს კითხვა-პასუხი გაგრძელდა, სადაც მოქალაქეების დასმულ კითხვებს დეპუტატები პასუხობდნენ.
საპარლამენტო ფრაქციის საჯარო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
16:27
13:32
16:29
















