|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბოტანიკური ბაღში" რეორგანიზაცია თანამშრომელთა მეოთხედს შეეხო

ქუთაისის მერიის ააიპი ბოტანიკური ბაღში რეორგანიზაციის შედეგად სამსახურის გარეშე  10 ადამიანი დარჩა. ამის შესახებ ბრძანებები მათ ცოტა ხნის წინ გადაეცათ.

ფაქტს ადასტურებს ააიპის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. მისი თქმით, რეორგანიზაცია  სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ადამიანებს შეეხო, მათ შორის, გაუქმდა დირექტორის მოადგილის შტატი, სამსახურიდან წასვლა მოუწიათ სპეციალისტებსა და ერთ მებაღესაც კი.

ჩეჩელაშვილის განმარტებით, ოპტიმიზაცია ისე განხორციელდა, რომ "ბოტანიკური ბაღის" ინტერესები ნაკლებად დაზარალებულიყო. 

ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა რაოდენობა 43 ადამიანს შეადგენდა, რეორგანიზაცია დაახლოებით მეოთხედს შეეხო.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა