|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა

ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი გახდა-  საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად გამოიტანეს, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  

პროტესტი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა  სამსონ გუგავამ  გამოთქვა. "მოქალაქეებს ერთადერთი რეკრეაციული ზონა აქვთ ქალაქში და  ბიუჯეტს შესაბამისი თანხა კი  მოეპოვება, რომ ადგილობრივებს  ეს სიამოვნება ფასიანი არ გავუხადოთ"-განაცხადა მან. 

მერის განცხადებით,  საკმაოდ დიდი ჩამონათვალია იმ ადამიანების, რომლებსაც ბაღში შესვლა უფასოდ შეუძლია, ესაა შმმ პირები, სოციალურად დაუცველები, და ბავშვები. მისი თქმით, დანარჩენებისათვის ბოტანიკურ ბაღში  შესვლის საფასური  სიმბოლური თანხა  1 ლარი იქნება.  ტურისტებისათვის ბაღში შესვლა 3 ლარი იქნება, გარკვეული ტარიფებია დაწესებილი ფოტოსესიისა და მექორწილებისათვის. 

ამ გზით ქალაქის მერია ბიუჯეტში 35 ათასი ლარის მობილიზებას გეგმავს. 


 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა