|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ აღარ იმღერებს, ვიდრე მამის მეურვეობისგან არ გათავისუფლდება

ამერიკელი პოპ მომღერალი ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ აღარ იმღერებს, ვიდრე მამის მეურვეობისგან არ გათავისუფლდება.

ეს განცხადება ერთ-ერთია იმათთაგან, რომლებიც ეხება 2008 წელს სასამართლოს მიერ მინიჭებულ მეურვეობას მამისადმი, რომელიც აკონტროლებს მომღერალის ფინანსურ და პერსონალურ ასპექტებს "ამ მეურვეობამ გაანადგურა ჩემი ოცნება"- ამბობს სპირსი თავის ინსტაგრამ პოსტში- "იმედი ერთადერთია, რაც დამრჩენია".

"პოპის პრინცესას" სურს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან ის ძალადობრივია.

ბრიტნიმ შეძლო დაექირავებინა ახალი ადვოკატი, რომელიც მას წარმოადგენს სასამართლოზე. შემდეგი სასამართლო პროცესი გაიმართება 29 სექტემბერს ლოს-ანჯელესში.  

შეგახსენებთ, გასულ თვეს ბრიტნიმ თქვა, რომ მას ნარკოტიკებით აბრუებდნენ, აიძულებდნენ სიმღერას საკუთარი ნების წინააღმდეგ და უკრძალვენ შვილების ყოლას.

ბრიტნი სპირსის მეურვე 2008 წლიდან მისი მამაა. სასამართლო მეურვის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ ადამიანს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებიდან გამომდინარე.

სპირსის მეურვეობა ორ ნაწილად არის დაყოფილი — ერთი ნაწილი მის ფინანსებს შეეხება, მეორე კი ვრცელდება მის პირად ცხოვრებაზე.

 წყარო: BBC.com

 

ავტორი: ნიუპრესი