|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში ხშირად იჩენს თავს და მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელთან იყოს დაკავშირებული. ამ დროს ბავშვები ხშირად ადვილად იღლებიან თანატოლებთან შედარებით, უჭირთ სპორტული აქტივობები და არსებობს რისკი, რომ მომავალში ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს. ამ პრობლემის კორექციის დასაწყებად საუკეთესო ასაკი ოთხიდან რვა წლამდეა. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, ამიტომ ჩარევაც მეტად ეფექტურია. ბავშვებში ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია:

  • რაქიტი;
  • ტრავმა;
  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
  • ჭარბი წონა;
  • გენეტიკური ფაქტორი და სხვ.

მკურნალობის პროცესში აუცილებელია საბავშვო სუპინატორის გამოყენება, რადგან ის ფეხს სტაბილურობას უნარჩუნებს და ტერფის მდგომარეობასაც აუმჯობესებს, განსაკუთრებით ვარჯიშის ან აქტიური დატვირთვის დროს. ბავშვებისთვის მზა სუპინატორების გარდა, შესაძლებელია ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე წამყვანი სამედიცინო კომპანიაა „ახალი ხედვა“, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების ისტორია აქვს. სამედიცინო ჯგუფი სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიულ პროდუქტებთან ერთად, ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში მომხმარებლებს ტერფის სრულფასოვანი კვლევის სერვისს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: akhalikhedva.ge.

ავტორი: