ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს
ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს. წყალმომარაგების კომპანიებს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ ეტაპზე სატარიფო განაცხადები შეაქვთ და ტარიფების გადახედვას ითხოვენ. სამ გაზგამანაწილებელ კომპანიას, ყაზტრანსგაზს, სოკარ გაზ ჯორჯიასა და საქორგაზს, სემეკში განაცხადი უკვე შეტანილი აქვთ.
„ამჟამად კომპანია მასშტაბურ სამუშოებს ახორციელებს აქტივების დათვლასთან და შეფასებასთან დაკავშირებით, რადგან სატარიფო განაცხადის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აქტივების დათვლა და შეფასება. ამის შემდგომაც ჩვენ გვექნება საშუალება, ეს ყველაფერი შევიტანოთ სემეკში და მივმართოთ, რომ სატარიფო პოლიტიკას გადახედოს,“ –განაცხადეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. მათი თქმით, ტარიფი ადეკვატური უნდა იყოს.
რამდენით გაიზრდება ბუნებრივი აირის ფასი – ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უკვე 2 კვირაში მოუწევს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საჯარო სხდომებზე მიიღებენ. მისი თქმით, ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















