ბუნებრივი აირის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს
ბუნებრივი აირის ფასზე ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია 24 ივლისამდე იმსჯელებს. ტარიფის გადაანგარიშების მოთხოვნით მარეგულირებელს "ყაზტრანსგაზმა" და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მიმართეს, ანალოგიური განაცხადი რამდენიმე კვირის წინ სოკარმაც წარადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები ტარიფის გადახედვას ლარის კურსის დაცემის გამო ითხოვენ. ენერგეტიკის სამინისტროში კითხვაზე, გაძვირდება თუ არა ბუნებრივი აირის ფასი, პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის უწყება არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას, ზუსტად რა კომპონენტების გადახედვა იგეგმება. მარიამ ვალიშვილის თქმით, სამინისტრო ფასის რეგულირების საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში, სემეკთან ერთად იმუშავებს. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ საუბარია ძველი და ახალი აბონენტებისთვის გაზის ტარიფის გათანაბრებაზე.
როგორც ცნობილია, ტარიფს აწესებს გამანაწილებელი კომპანია და ამ შემთხვევაში ტარიფი შეადგენს 45 თეთრს, ხოლო აბონენტების მეორე ნაწილი მოქცეულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის რეგულაციაში და ამ შემთხვევაში, ტარიფი მერყეობს 55-დან 60 თეთრამდე.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















