|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბუხაიძის ქუჩაზე კაფეს მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე სკვერში კაფეს მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. ორგანიზაციამ დღეს მერიის წინ აქცია გამართა და ხელისუფლებას რეკრეაციული ზონის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს როგორც კერძო ბიზნესის, ასევე მოსახლეობის ინტერესები და კაფე სკვერში არ უნდა ააშენოს.

"ჩვენ ვითვალისიწინებთ ბიზნესის ინტერესებს და გვესმის, რომ ჭირდება დახმარება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ხარჯზე. მერიამ უნდა შესთავაზოს მათ ალტერნატიული ფართი, სადაც არ დაზარალდება მოსახლეობა.  ჩვენ გვაქვს განცხადება, რომლითაც მიმართეს მერიას და ითხოვდნენ ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების დადგმას, რაზედაც უარი მიიღეს"-განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

მისივე თქმით,  მერიამ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რადგან მერიამ 28 აპრილს მოსახლეობას უპასუხა, რომ სკვერი არ გასხვისებულა,  თუმცა აღმოჩნდა, რომ სკვერი ახალ მეპატრონეზე 26 აპრილს გასხვისდა.

"ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს მერიას არ დაუშვან  სკვერში მშენებლობა, რისთვისაც ხელმოწერები გროვდება.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც მშენებლობა უნდა მოხდეს, გამოყენებული  იყო პარკინგისათვის. ამიტომ მერიამ  კი ნებართვა მხოლოდ კაფეს მოსაწყობად გასცა, რას დამახასიათებელია სკვერისთვის.

"ადგილი, რომელზეც არის საუბარი, იყო პარკინგად გადაქცეული, ჩვენ გავეცით ნებართავა მოეწყოს კაფე. სკვერის ფუნქციაც ეგ არის,  იყოს გასართობი ადგილი", -განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.  მისივე თქმით, მოსახლეობას ადგილზე გასართობი ატრაქციონების დადგმის მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ "ფლამინგოს" ადგილმონაცვლეობა მერიამ შესთავაზა, რადგან ძველ ადგილზე კინო "საქართველოსთვის" პარკინგი მოეწყობა. ბაქარ ჭეიშვილი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ "ფლამინგოს" ადგილზე მუშაოების გაგრძელების უფლება ახალ მეპატრონეს  მიეცა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა