|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლენტეხში მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციას მართავს

ლენტეხში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების პროტესტი ცაგერში თურქული კომპანიის მიერ მძიმე ტექნიკის შეყვანას მოყვა.

ადგილობრივი ზაზა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ კომპანიამ ტექნიკა დღეს დილით შეიყვანა და მობილიზებას ახდენენ ჰესის მშენებლობისთვის.

„თურქულმა კომპანიამ ტექნიკა შემოიყვანა და ცაგერში, ლენტეხთან 20 კმ. მეტრში განალაგა.  მათ დაიწყეს ჰესის მშენებლობისთვის მზადება. არ მივცემთ ამის უფლებას და ბოლომდე გავაპროტესტებთ“, –განაცხდა ზაზა ლიპარტელიანმა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა