ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ
ცენტრალური ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ. მათ ობიექტთან დღეს აქცია გამართეს და მიზერული ხელფასები და არაადამიანური პირობები გააპროტესტეს.
მათი თქმით, დღეში საშუალო ანაზღაურება 30 ლარია და კომპანია ამ თანხასაც სრულად არ ანაზღანაურებს, კომპანია ხელფასს აკლებთ და ვერც ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებენ, პროტესტის გამოხატვის გამო კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.
დასაქმებულები ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.
თანამშრომლების მოთხოვნებს რეალურს უწოდებენ ჩინურ კომპანია "ჰუნანში" და აცხადებენ, რომ მოთხოვნებს განიხილავენ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადაწყდება. დასაქმებულებს კომპანიის დაპირების არ სჯერათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















