|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩაანაცვლებს თუ არა შეშას ბიოსაწვავი?

 შეშის ალტერნატიული გათბობისთვის გამოსაყენებილი ბიოსაწვავით ჩანაცვლებაზე ისაუბრეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამამ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერთ ახალი პროექტი - „ბიომასის  წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“დაიწყო.

პროექტის მიზანია საქართველოში ენერგიის ახალი წყაროს გამოყენება, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა  რესურსებით მიიღება.

„კვლევის შედეგად გამოვავლინეთ, რომ საქართველოში დაახლოებით მილიონ 100 ათასი კუბური მეტრი ნარჩენია, რომელიც არ გამოიყენება. კახეთში, მაგალითად არის  ჭაჭა და წალამი, სამეგრელოში - თხილის ნაჭუჭი, იმერეთში - ნახერხი. ჩვენი წახალისებული მეწარმეები მათ საწვავად გამოიყენებენ. მუნიციპალიტეტებს შევთავაზებთ, თუ მათ ბალანსზე არის ისეთი შენობა, რომელიც ე.წ ღუმელით თბება, შევუძინოთ ენერგოეფექტურ ღუმელებს“, - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ლევან გოგოლაძემ.

 პროექტის “ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში უნდა მოხდეს ბიომასის საწვავის წარმოებისა და მუნიციპალური შენობების მიერ მოხმარების თანადაფინანსება. თანადაფინანსების მისაღებად ჩატარდება კონკურსი, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა