"ჩალით დახურული ქვეყანა"- გოგი წულაიამ სასამართლოში ჩალა მიიტანა
საქართველოში სასამართლოების მუშაობა პროტესტის მიზეზი გახდა. პარტია „თავისუფალი საქართევლოს“ იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო და ადგილზე ჩალა მიიტანა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული, სიმბოლურად სასამართლოში ჩალა მიიტანეს და ამით მათი უმოქმედობა ამგვარად გააპროტესტეს.
„ჩვენი პროტესტის მიზეზი სასამართლოების უსამართლო გადაწყვეტილებები გახდა. ამის მაგალითია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ჟონეთის მცხოვრები მაყვალა დანგაძე, რომელიც მეოთხე წელია სამართალს ეძებს და ვერ უპოვია. მეოთხე წელია, საკუთარ მიწაზე გრანიტის უკანონო მოპოვებას აპროტესტებს და სასამათლო ჯერ არც ჩანიშნულა, ამიტომ მოვიტანეთ ჩალა და სიმბოლურად გადავხურეთ, რადგან ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული“–განაცხადა გოგი წულაიამ.
წყალტუბოში მცხოვრები მაყვალა დანგაძე (ჯანგავაძე) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უმოქმედებაში ადანაშაულებს.
დანგაძის განცხადებით, 2014 წელს სასამართლოში შეტანილ საჩივარზე მოკვლევა ჯერ არ დაწყებულა, რის გამოც მისი ოჯახი ზარალდება. მისი თქმით, მის მიწაზე შპს "ანრე 2006"-მა და შპს "სვაია"-მ წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებენ.
დანგაძე სასამართლოს საქმის განხილვის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















