|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემი მთავარი კითხვაა, სად არის ჩემი შვილის მკვლელი"

პარლამენტში ზაზა სარალიძე მივიდა. შვილმოკლული მამა შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას დაესწრება და შესაძლებლობის შემთხვევაში კითხვასაც დაუსვამს.

როგორც ზაზა სარალიძე ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მთავარი კითხვაა, სად არის მისი შვილის მკვლელი.

"შს სამინისტროში მიმეორებენ ერთი და იმავეს, რომ მზად არიან დამნაშავეების დასაკავებლად, მაგრამ პროკურატურა, ფაქტია, იკავებს თავს. სად არის ჩემი შვილის მკვლელი?- ეს არის ჩემი უდიდესი და მთავარი კითხვა, სამწუხაროდ, არ მგონია ეს კითხვა დამასმევინონ", -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში 14:00 საათზე ელოდებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა