|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს დაკავებას გეგმავდნენ, ჩემი ფეისბუკიდან პირადი ცხოვრების კადრები იგზავნებოდა"

ჩემს დაკავებას გეგმავდნენ, ჩემი ფეისბუკის გვერდიდან პირადი ცხოვრების კადრები იგზავნებოდა - აცხადებს ვალერი რობაქიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ბაღდათის ორგანიზაციის წევრი. 

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, რომელიც ომის ვეტერანი და ვახტან გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსანია, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ ხელისუფლება მის დაკავებას გეგმავდა. 

რობაქიძემ ერთი თვის წინ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქვეყანა დატოვა და პოლიტიკუტი თავშესაფარი გერმანიაში ითხოვა.

"მეუბნებოდნენ, რომ დაჭერას მიპირებდნენ. პოლიტიკური შეხედულებების გამო ვიდევნებოდი, 2014 წელს მე დამატოვებინეს სამსახური და 2018 წელს ჩემი მეუღლეს, იმერეთის გუბერნატორსაც მივმარტე, როგორც ყოფილ სამხედროს. მან დახმარება აღმითქვა, თუმცა კი მითხრა, ნაციონალები მეჯავრებიანო. ფაქტია, არავინ დამეხმარა, იძულებული გავხდი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქვეყანა დამეტოვებინა და ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ჩემი ფეისბუკიდან ვიდეოფაილები იგზავნებოდა, რამდენიმე ახლობლებმა მითხრა, რა ვიდეოებს მიგზავნიო, აღმოჩნდა, რომ ჩემგან ბესელიას კადრები იყო გაგზავნილი. მათ ვუთხარი, რომ მე არ გამიგზავნია.. რამდენიმე დღეში ქვეყანა დავტოვე, მალე პირადი ცხოვრების კადრების გაზიარების გამო 20-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჩვენი პარტიის აქტივისტები და ყოფილი სამხედროები. ვფიქრობ, ამავე ბრალდებით მეც დამიჭერდნენ,"-აცხადებს რობაქიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ბრალდებით დაკავებული ადამიანებიც პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდნენ.

 შეგახსენებთ, ვალერი რობაქიძემ პოლიტიკური დევნის გამო განცხადება არაერთხელ გააკეთა. როგორც ის აცხადებდა, მისი პოლიტიკური პოზიციის გამო სამსახური მის მეუღლესაც დაატოვებინეს, უმუშევრად დარჩენილები კი მცირეწლოვანი შვილების მოვლას ვეღარ შეძლებდნენ. 

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე დაკავებულ პირებს, ისინი ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

 

"მდევნიან, მგონი, მტრის თვითმფრინავი კი არა, ჩვენი მაქვს ჩამოგდებული"

"ვეტერანების შეხვედრაზე ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მიმიწვიეს"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა