|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს დავალიანების გადახდა ახალ ინვესტორს მოუწევს, თუმცა შემდეგ აუნაზღაურდება"

ჩვენ შევეცდებით "ტორპედო" ვალისაგან გავათავისუფლოთ, მაგრაამ ამას დრო დაჭირდება - აცხადებს ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე. მისი განცხადებით, იმ დრომდე ვიდრე კლუბის ყოფილი მფლობელისაგან  სასამართლოს ძალით დავალიანების ამოღება მოხდება, ვალის დაფარვა ინვესტორს მოუწევს. 

ჩვენ შევეცდებით "ტორპედო" ვალისაგან გავათავისუფლოთ, მაგრამ ამას დრო დაჭირდება და თუ ამ დრომდე მოხდება გუნდის ინვესტორისათვის გადაცემა, რა თქმა უნდა ეს ვალი ინვესტორმა უნდა დაფაროს, შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ როგორც კი იქნება ეს თანხა ამოღებული, აუნაზღაურდება" - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, "ტორპედოს" ინვესტირებით ორი სხვადასხვა ჯგუფი დაინტერესდა, მათ საფინანსო დოკუმენტაცია წაიღეს, თუმცა გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. კლუბის დირექტორის თქმით, შემაფერხებელი ფაქტორი კლუბის სოლიდური დავალიანებაა. 

 მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, კლუბით დაინტერესების შემთხვევაში, ინვესტორს "ტორპედოს" სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას გადასცემენ. 

,,ამ ეტაპზე შეხვედრები იყო გერმანული კლუბის წარმომადგენლებთან. ჩამოსულები იყვნენ და შეხვდნენ ქუთაისის მერის მოადგილეებს იუზა უგულავას და დავით ერემეიშვილს.  მათ მოითხოვეს და ჩვენ გადავეცით ფინანსური დოკუმენტები, გაეცნობიან ამ დოკუმენტებს და ველოდებით მათგან შემდგომ წინადადებებს. მათი მოთხოვნა იყო კლუბის სტადიონით და საწვრთნელი ბაზის გადაცემა,  ასევე, სურთ აიღონ ორი მოედანი, სადაც საფეხბურთო სკოლას და აკადემიას მოაწყობენ. თუ კი გამოხატავენ ინტერესს, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, მთავრობის წინაშე დავაყენებთ საკითხს, რომ სტადიონიც და ბაზაც გადაეცეთ გუნდთან ერთად", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

შეგახსენებთ, კლუბის ყოფილი მფლობელის ზაალ ჩაჩავას კომპანიის წინააღმდეგ ვალის აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეტანილია, თუმცა პროცესი ამ დრომდე არჩანიშნულა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა