"ჩვენ შევხვდებით ანასტასია კირთაძისა და დავით თათვიძის მშობლებს"-გიორგი ჭიღვარია მოჭადრაკეებს დახმარებას პირდება
"ნიუპრესით" გავრცელებულ ინფორმაციას წარმატებული ჩორჩი მოჭადრაკეების ფინანსურ საჭიროებებთან დაკავშირებით გიორგი ჭიღვარია საკუთარ გვერდზე პასუხობს- მერის განცხადებით, ნორჩ მოჭადრაკეებს დახმარებას აღმოუჩენენ.
"ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა ქვეყანას ჰყავს ნიჭიერი ახალი თაობა. ცხადია, მათ საკუთარი ქვეყნის და ქალაქის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვთ. ასეთები არიან ქუთაისელი პატარა მოჭადრაკეები დავით თათვიძე და ანასტასია კირთაძე. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოხდეს. სოციალურმა მდგომარეობამ არცერთი ბავშვის განათლების პროცესი არ უნდა შეაფერხოს. სწორედ ამიტომ ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა კულტურულ-სახელოვნებო-სპორტულ დაწესებულებაში სწავლება უფასო გახდა.
სამწუხაროდ, საკრებულოს დადგენილების თანახმად, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს, ადგილობრივ თვითმმართველობას შეზღუდული აქვს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე კონკურსანტების დაფინანსების უფლება. თუმცა, დღეს ვხვდებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაცვლელია. ნიჭიერ ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი.
ჩვენ შევხვდებით ანასტასია კირთაძისა და დავით თათვიძის მშობლებს, მწვრთნელებთან ერთად, ვისაუბრებთ და დავგეგმავთ რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ პატარა მოჭადრაკეებს. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან დიდ ყურადღებას და მხარდაჭერას", -ნათქვამია მერის განცხადებაში.
"მერიიდან ჩემპიონობა არ მოულოცავთ, ალბათ, არ უხარიათ ბავშვების წარმატება"
წარმატებული ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ წავიდა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















