|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ჩვენ ვეცნობით ინფორმაციებს და ვახდენთ მყისიერ რეაგირებას"

 სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში მცხოვრები ქრისტინე გაბუნიას შესახებ, რომელიც შშმ პირის ეტლს ითხოვდა. ქალბატონს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 6 წლის შვილი ჰყავს და ოჯახი სოციალურად დაუცველია.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური იტყობინება, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალაქის მერი შოთა მურღულია ქრისტინე გაბუნიას ოჯახში ესტუმრა. მან ოჯახს  შშმ პირისათვის განკუთვნილი ეტლი და მატერიალურად დახმარება გადასცა.

 ,,მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება, მითუმეტეს მაშინ, როცა ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებია. ჩვენ როგორც პირადი განცხადებების საფუძველზე ,ასევე სოციალურ ქსელში, ვნახულობთ ინფორმაციას და ვახდენთ მყისიერ რეაგირებას. ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია სოცილური ქსელის მეშვეობით გავიგეთ. მადლობა იმ ადამიანს, ვინც გააჟღერა ეს თემა", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი