|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს"

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ამბროლაურში, აეროპორტის ტერმინალის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მეგობრებო, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ვიწყებთ პერიოდს და მშენებლობას, რომელიც არ ახსოვს საქართველოს. მასშტაბებს, რომელიც არ ახსოვს საქართველოს. ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის, ახალი დინამიკის, განვითარების სრულიად ახალი ფაზა. როგორც ვამბობდი და დავადასტურეთ, ოთხ თვეში სასწაული შევძელით, ასეთი სასწაული მოხდება მთელ საქართველოში და ეს სასწაული გავრცელდება თითოეულ ოჯახში. ეს იქნება თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა”, - მიმართა კვირიკაშვილმა აეროპორტის გახსნაზე შეკრებილ მოსახლეობას.
 პირველი თვითმფრინავით, რომელიც გუშინ ამბროლაურის აეროპორტში დაეშვა,  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმგზავრა.
ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვადრატული მეტრია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.
პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.
საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა