|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ" - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან  შეხვედრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეროვნული შერიოგების პროცესი  განსხვავებული აზრის პატივისცემით უნდა დაიწყოს  და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამინებისგან მტრის ხატის შექმნა არ უნდა ხდებოდეს. 

ზურაბიშვილის თქმით, თავადაც გამხდარა ამგვარი განკითხვის ობიექტი.  

 "არ ეთანხმები, ხარ უცებ მოღალატე. მტრის ხატი არის გამოყენებული, იმის მაგივრად რომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ეს არის განსხვავებული აზრი.

 

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება რამეზე, უცებ ხდება რუსეთის აგენტი, კგბ-ს აგენტი. ეს იწყება წინა პერიოდიდან და გრძელდება დღემდე. არ ეთანხმები, ხარ უცებ მოღალატე. მტრის ხატი არის გამოყენებული, იმის მაგივრად,  შევეგუოთ იმას, რომ ეს არის განსხვავებული აზრი. თუ არ არის ეს შესაძლებლობა, მაშინ საზოგადოება რეალურად არც არსებობს. ეს არის რაზედაც უნდა გაიხსნას დისკუსია და არა იმ წინაპირობით... ესეც წინაპრობაა. 

თუ ყველაფერზე არ შევთანხმდით, მაშინ არაფერზე არ ვთანხმდებით, ეს არის მოლაპარაკებების პრინციპი და თავისუფალი საზოგადოებრივი საუბრის პრინციპი, რომელსაც აქვს გამოჯანმრთელების უნარი. 

ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული, ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

 პრეზიდენტის თქმით, ეროვმული თანხმობის შეხვედრები რეგიონებშიც გაიმართება.  მომდევნო ასეთი შეხვედრა შესაძლოა 8 თებერვალს, დავითობას  გელათის აკადემიაში გაიმართოს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა