|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენი სწორი პოლიტიკით უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა“

სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღე. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა ზურაბმა გადაიხადა.

,,დღევანდელი დღე დიდ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ, ასევე მომავალ თაობებს გადავცეთ ამ ადამინების პატივისცემა და სიყვარული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი სწორი გატარებული პოლიტიკით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“. აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა