|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩვილთა საყოველთაო ნათლობაზე 1 357 ბავშვი მოინათლება

პატრიარქის ნათლული კიდევ 1 357 ბავშვი გახდება. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის"ძლევაი" ინფორმაციით, ჩვილთა საყოველთაო მე-40 ნათლობა 28 სექტემბერს , წმინდა ასურელი მამის იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს ყოვლადწმინდა სამების საკატედრო ტაძარში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 357 ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20:00 საათისთვის, ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 24 642 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
 ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა