|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ციციაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის სახლები დაიტბორა

5 ივლისს, ღამით მოსული ნალექის შედეგად ქუთაისში, ციციაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა დაიტბორა,- ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა ნარსია ავრცელებს. 

"ციციაშვილის ქუჩაზე ბეტონის გზა დააგეს და სანიაღვრე სისტემაში ჩატოვეს ნაგავი, ასევე სანიაღვრე სისტემაშია მთავარი ძაბვის კაბელი, რომელიც ნალექის მოსვლისას ვერ ფუნქციონირებს. იტბორება და ზარალდება ქუჩის მცხოვრებლები. დილის 6 საათზე ავედით სამაშველოს სამსახურთან  ერთად, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი იქ არ გამოჩენილა",- აცხადებს ნიკა ნარსია.

პრობლემის შესახებ იციან ქუთაისის მერიაში და აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემა გაიწმინდება.

"სანიაღვრე სისტემაზე სახლია დაშენებული, რის გამოც გაიბიდნა სანიაღვრე სისტემა, ასევე სანიაღვრე სისტემაზე მოსახლეობის მიერ მიერთებულია საკანალიზაციო მილები"-განუცხადეს "ნიუპრესს" მერიაში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა