|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლეს

დააკავეს ორო პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში  განათავსეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს, მუხრანის პოლიციის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყეს და 2 პირი: 2009 წელს დაბადებული გ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ლ.ჭ ამხილეს.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-მ და ლ.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.

სისხლის სამართლის საქმის მასალები, მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განსაზღვრულ დროში გადაეგზავნება სასამართლოს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, აცხადებს შსს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა