|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამოიძიონ და თუ მართლა მაქვს 150 000 დოლარის კრედიტი, მზად ვარ, საკრებულო დავტოვო"-ალეკო ახალაძე

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალეკო ახალაძე ოპონენტებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატმა ბრიფინგი გამართა და  განაცხადა, რომ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული.
ახალაძე ბრალდების ფაქტებით დასაბუთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციისგან ბოდიშს მოითხოვს.
 
"ნაციონალური მოძრაობა" მთელს საზოგადოებას ტყუილების კორიანტელში ამყოფებს. მათი წევრი გიგა შუშანია დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს და ეწევა საკრებულოს შეურაცხყოფას. მან განაცხადა, თითქოს მე მაქვს 150 000 დოლარიანი კრედიტი და ამ კრედიტის შენარჩუნების მიზნით, ვეწევი პოლიტიკურ ვაჭრობას და მთავრობას რევერანსებს ვუკეთებ.  ეს არის ტყუილი, რადგან მე არ მაქვს კრედიტი.  "აწარმოე საქართველოს" კრედიტი, რაზეც ის ამბობდა, 2 წლის წინ დამთავრდა და როგორ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი? გამოიძიეთ ეს საკითხი და თუ მართლა მაქვს 150 000 დოლარიანი კრედიტი, მე დავტოვებ საკრებულოს, თუ არა და მან დატოვოს, ან  მინიმუმ  ბოდიში მოიხადოს. მან ასევე თქვა, რომ ჩემთან დებატები არ სურს და რომ თურმე დებატებზე პოლიტიკოსთან დაჯდება. თურმე ის იწვევს კობა ნარჩემაშვილს და არა მის ნათესავს. მაშინ როცა მე მეორედ ვარ საკრებულოს წევრი, რა პოლიტიკაზეა საუბარი, ის მხოლოდ იმიზეზებს ამას, რადგან მას არ აქვს შესაბამისი ინტელექტი, არც ბეგრაუნდი,  არც მორალური უფლება, რადგან, იცის მის  დებატებს ფიასკო ესლის და პარტიის ლიდერები გაუნაწყენდებიან", -განაცხადა ალეკო ახალაძემ.
 
მან არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ასევე დაადანაშაულა "ევროპული საქართველო". მისი თქმით, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე მას პოლიტიკურ ვაჭრობაში ადანაშაულებდა.
 
"დავით გოგისვანიძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ მე პოლიტიკურ ვაჭრობაში ვარ ხელისუფლებასთან და ამიტომ ვაკეთებ განცხადებას უმრავლესობიდან შესაძლო წასვლაზე. მე პირდაპირ ვთქვი, რომ არ დავტოვებდი უმრავლესობას და ეს როგორ იქნებოდა პოლიტიკური ვაჭრობა? ტყუილებს ავრცელებენ და მოვითხოვ ფაქტები წარადგინონ, ან ბოდიში მოიხადონ", - განაცხადა ალეკო ახალაძემ.
 

ცნობისთვის, გიგა შუშანიას ინფორმაციით, ალეკო ახალაძემ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში შპს "დეკორა"-სთვის 150 000 დოლარის სესხი მიიღო, რომლის 10%-ს სახელმწიფო ფარავდა. შუშანიას განმარტებით, როგორც ჩანს, ახალაძემ სესხი ვადაზე 2 წლით ადრე დაფარა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის დამსახურებაა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა