|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  ის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვინმესთან დაპირისპირებას არ უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, მოხდება გადაბარების პროცესი.

„გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა