დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ ფრენებს სავარაუდოდ, თბილისიდან და ქუთაისიდან დაიწყებს
დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაფორმდება, ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს.
მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, „რაინეართან“ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში, ალბათ, ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიასთან Ryanair მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა.
TV.1
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















