|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაგვიანების გამო, შესაძლოა, დეპუტატებზე სანქციები ამოქმედდეს

პარლამენტში დეპუტატების დაგვიანების გამო, შესაძლოა, მიმდინარე თვიდან სანქციები ამოქმედდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლეგების დაგვიანების გამო სხდომები არასდროს იწყება დანიშნულ დროს.

”მიუღებელია პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრის თვიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს”, - განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა