|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაისაჯოს გახარია" - ქუთაისში პროკურატურასთან აქცია გაიმართა

"დაისაჯოს გახარია" "სისტემა უნდა დაინგრეს" - ქუთაისში აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ამჯერად პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

ახალგაზრდები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ დაისაჯოს ჯალათი გახარია და პასუხი აგონ გავრილოვის ღამისთვის. ვერ შეგვაშინებენ ოპოზიციის ლიდერების დაჭერით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ გადადგება გიორგი გახარია. ვითხოვთ, დაიბარონ პროკურატურაში. საჭირო თუ გახდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, იმისთვის, ახალგაზრდები არ დაშავდნენ. მოვუწოდებთ ყველას შემოგვიერთდეს, რადგან არ დავუშვათ რუსეთის ოკუპაცია"-განაცხადა აქციის მონაწილემ ნინო თვალავაძემ.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქციები პერიოდულად იმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა