მოსწავლეთათვის დამატებითი არდადაგები დღეიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, დღეიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდა.
ქუთაისში საგამოცდო ცენტრები 1-ელ და 41-ე საჯარო სკოლებში განთავსდა. სკოლის მოსწავლეებს გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.
როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება.
სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















