|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილი იქნება - მეუფე იოანე

დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილი იქნება, – ამის შესახებ ქუთათის-გაენათის ეპარქიის მეუფემ იოანემ გამრეკელმა შერიგებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მკვლელობას ქვია მკვლელობა და მკვლელმა უნდა აღიაროს და პასუხი აგოს.

“ჩემს სიტყვას, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს მაშინ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ვინ უსმენს ჩემს სიტყვებს?! არავინ უსმენს და ვინც უსმენს ამახინჯებს ხოლმე. სახარებისეულ სიტყვებს გეტყვით, ყველასთან გქონდეთ მშვიდობა გარდა იმისა, ვინც პირში გეუბნება,  მეგობარი ვარ და ზურგს უკან მტერია შენი. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარე ხალხი, ჩვენი სარწმუნოებით და სულისკვეთებით.

მშვიდობა არის ერთობა, მაგრამ ერთობა შეიძლება მოხდეს რწმენის სიმართლის წყალობის საფუძველზე. და როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები უნდა შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე, დანაშაული აღიარებული უნდა იყოს და თუ აღიარებული იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი მაშინ როგორ შევრიგდებით. უნდა შევთანხმდეთ თუნდაც ტერმინებზე, რომ მკვლელობას მკვლელობა ქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს და აღიაროს, რომ მკვლელობა ჩაიდინა. ვინ იყო მკვლელი თქვენ არ იცით?! ჩემზე მეტი ინფორმაცია თქვენ გაქვთ ხოლმე. უკაცრავად, ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა?! რა, ეს თქვენი აზრით, არ იყო მკვლელობა?!”, – აცხადებს მეუფე იოანე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა