|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დაპირისპირება ფეისბუკ პოსტის გამო მოხდა"–იმედა საღინაძე

ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ფეისბუკ პოსტს უკავშირებს "ქართული ოცნების" დეპუტატი იმედა საღინაძე. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა,  გია უკლებასთან  პირადი კონფლიქტი აქამდე არ ქონია და მას სოციალურ სივრცეში გამოქვეყნებული პოსტების გამო გაუსწორდა. 

"არავითარი კონფლიქტი აქამდე არ მქონია. დაპირისპირება ფეისბუკ პოსტს მოყვა. ის ყველა ზღვარს გადადის და ძალიან ცუდად ეხება ყველას", -განაცხადა იმედა საღინაძემ. 

"ნიუპრესის" კითხვაზე, რამდენად გამართლებულია საკრებულოში დეპუტატის მიერ მეორე დეპუტატის ცემა, საღინაძემ განაცხადა, რომ უკლება ოჯახებს ეხება. საღინაძის განმარტებითვე, "ქართული ოცნების" დეპუტატების განაწყენება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის მიმართ უცენზურო გამონათქვამებმა გამოიწვია.

მომხდარს "სამწუხარო ფაქტი" უწოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ. მისი თქმით, მომხდარზე გუნდი იმსჯელებს და განცხადებასაც გაკეთებენ. 

"ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნებით მე და ჩემი გუნდი.  რაც მოხდა, არის სამწუხარო ფაქტი. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ ფრაქციის შიგნით და ჩვენ პოზიცია მოგახსენებთ შემდეგ", –განუცხადა "ნიუპრესს" ირაკლი შენგელიამ. 

 შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს სხდომის დროს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში "ქართული ოცნების" დეპუტატები იმედა საღინაძე, ამირან კოპალეიშვილი, კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და სხვა დეპუტატები მონაწილეობდნენ.  ისინი გია უკლებას თავსა და სახეში სცემდნენ, რის შეგეგადაც დეპუტატს სახეზე ჭრილობები და სისხლჩაქცევები აქვს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა