|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე

  სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, ვითარება დაძაბულია. ერთმანეთს სიტყვიერად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატების ლევან კობიაშვილისა და რევაზ არველაძის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ არველაძის მხარდამჭერებს დელეგატების გარკვეული ნაწილი  ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი. აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა ერთ-ერთი დელეგატი გიორგი ხაჩიძე, რომელიც რევაზ არველაძის მხარდაჭერია. მან სიცრუეში დააადანაშაულა კობიაშვილი, რასაც ლევან კობიაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერის აღშფოთება მოყვა და ხაჩიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

მიზეზი, რის გამოც რეზი არველაძის მხარდამჭერები არჩევნების დაწყებას აფერხებენ, ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატის  გეგა გობეჯიშვილიის დაკავებაა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფედერაციის პრეზიდენტი გუშინ  ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", იმ დარბაზში, სადაც ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა უნდა გაიმართოს, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება. 

ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწებულა. 




 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა