ქუთაისში, კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები ტაქსის მძღოლებს უპირისპირდებიან
ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები ტაქსის მძღოლებს უპირისპირდებიან. როგორც ადგილობრივები "ნიუპრესს" უცხადებენ, #600 ტაქსის მძღოლები მეორე რაიონის წინ არასწორ პარკირებას აკეთებენ და მთელი ღამის განმავლობაში მოსახლებას მოსვენებას არ აძლევენ.
"დღე-ღამის განმავლობაში მოსვენებას არ გვაქვს. #600 ტაქსის მძღოლები მეორე რაიონის წინ აკეთებენ პარკირებას და ისედაც დავიწრიოებული ქუჩა საერთოდ იტვირთება, რაც საავარიო სიტუაციებს ქმნის. ამას გარდა, მთელი ღამის განმავლობაში "რაციები" ხმამაღალზე აქვთ აწეული, ისმის ლანძღვა გინება, უშვერი სიტყვები. რამდენჯერმე თხოვნით მივმართეთ, დავრეკეთ მთავარ ოფისში, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე მერდება"- განაცხადა კოსტავას ქუჩის მცხოვრებმა ეთერ სუსარეიშვილმა.
აღნიშნული პრობლემის გამო, ადგილობრივები დახმარების თხოვნით ქუთაისის მერიას მიმართავენ.
"მივმართავთ მერიას, რომ მოგვაქციონ ყურადღება და გააკონტრლონ მათი საქმიანობა. ჯერ ერთი, რომ არასწორად დგანან და მთელს ქალაქში მიისაკუთრეს ადგილები, თითქოს მხოლოდ მათი იყოს. ესეც არაფერი, აბინძურებენ მთელს პერიმეტრს. საზოგადოებrივი ტუალეტი, რომ არ არის სადარბაზოებით სარგებლობენ, რაც მდგომარეობას ართულებს", -აცხადებს ეთერ სუსარეიშვილი.
"ნიუპრესი" ტაქსების სერვისს "600" დაუკავშირდა. ხელმღვანელის განცხადებით, იციან არსებული პრობლემის შესახებ და მის მოგვარებაზე მუშაობენ.
"გვესმის, რომ მოსახლეობა წუხდება, ამიტომ ახალ სისტემაზე გადავდივართ, "რაციის" ხმაური აღარ შეაწუხებს მოსახლეობას. მაქსიმალურად ვეცდებით, ტაქსის მძღოლები დასახლებულ პუნქტებში ხმაურს მოერიდონ. ამ საკითხს დაახლოებით ერთ კვირაში მოვაწესრიგებთ",-განაცხადა თეიმურაზ ჩილინდარიშვილმა.
ქალაქში სტრატეგიულ ადგილებზე მოწყობილი ტაქსოპარკები, მოსახლეობას პარკირების პრობლემას უქმნის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიები პარკირების გადასახადს არ იხდიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















