|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ჭიათურაში - პაატა ნადირაძეს პოლიციის უფროსი პროვოკაციებს უწყობს?

"ჭიათურაში ჭიათურის მერს და ჭიათურის საკრებულოს თავჯდომარეს მოადგილის წინააღმდეგ გარკვეულ პროვოკაციას აქვს ადგილი ადგილობრივ პოლიციის უფროსის და თანამშრომლების მხრიდან.  ეჭვიც არ მეპარება,  მინისტრი ამ საქმეშიც გაერკვევა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ პოლიციის მიმართ აქცია მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს ახალგაზრდა ადამიანებმა.  მხოლოდ ამ ორი ადამიანის დახმარებით იქნა განეიტრალებული მაშინ შექმნილი დაძაბულობა"- ამ შინაარსის სტატუსს აქვეყნებს ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთი-მომხმარებელი. 

იმერეთის ყოფილ ვიცე გუბერნატორს პაატა ნადირაძეს მხარდაჭერას უცხადებენ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც.

დაპირისპირების არსებობას ადასტურებს თავად პაატა  ნადირაძის ფეისბუკ სტატუსები - "ვიღებ გამოწვევებს", "უაზროდ დადგმული სპექტაკლის ორგანიზატორებს გაფრთხილებთ! უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადიხართ"- წერს  ჭიათურის მერი, თუმცა მან ჩვენს კითხვაზე, მის წინააღმდეგ  კონკრეტულ რა პროვოკაციებზეა საუბარი, პასუხის გაცემა არ ისურვა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადებებისაგან თავს შეიკავებს.

ჭიათურის პოლიციის უფროსი ლაშა ჩხიტუნიძე, რომელიც  საჩხერიდან არის, ხელშეუხებლობით სარგებლობს. ამას ადასტურებს ჭიათურაში მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომელიც 2 კვირაზე მეტს ხანს გრძელდებოდა. ჩხიტუნიძეს ძალის გადამეტებაშიც ედავებოდნენ, თუმცა ის პოზიციებს ისევ ინარჩუნებს.

მისი პოზიციის გარკვევის მიზნით ჩვენ შსს-ს პრესსამსახურს დავუკავშირდით.

დაპირისპირებაში ჭიათურის დეპუტატის სულხან მახათაძის სახელიც ფიგურირებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დავა ბიზნესინტერესების საკითხს უკავშირდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა