|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარბაზში არ შემიშვეს"- ქუთაისელი აქტივისტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ვერ დაესწრო

სამოქალაქოს აქტივისტი აკაკი საღინაძე ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის წინ აქცია მართავს. როგორც ის აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ვერ დაესწრო, რადგან დარბაზში არ შეუშვეს. 

"26 წლის შემდეგ სოხუმის დაცემიდან კვლავ დიდია შანსები ამ ქვეყნის დაცემის, რადგან, სამწუხაროდ, მართვის სადავეები ჩრდილოეთშია... მინდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დავსწრებოდი, მაგრამ დარბაზში არ შემიშვეს, შენი ადგილი არ არისო, 2 საათით ადრე გაავსეს დარბაზი, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დარბაზში სტუდენტები ნაკლებად არიან, ახალგაზრდებს კარები მოგვიხურეს", - აცხადებს აკაკი საღინაძე. 

მისი თქმით,  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ასეთი მცირე ზომის დარბაზში არ უნდა ტარდებოდეს. როგორც საღინაძე აცხადებს,  მას განხილვაში მონაწილეობას სურდა და აქციის გამართვა წინასწარ არ დაუგეგმავს. 

 შეგახსენებთ, ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა