დარღვევაა ბაღდათის #16 უბანზე - საია
ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნზე დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.
ამის შესახებ ინფორმაციას მის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემმ სულხან სალაძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დააფიქსირეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში- კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში 400 დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















