შეუსრულებელი ვალდებულებების გამო "SMK“-მ ქუთაისის ბიუჯეტში მხოლოდ 5 800 ლარი შეიტანა
ქუთაისში მერიასა და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას შორის პრობლემები მიმდინარე წელსაც გამოვლინდა. მერიის ინფორმაციით, თურქული კომპანიის „SMK“-ს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო თვითმმართველობამ სასამართლოს მიმართა და კომპანიას ჯარიმები დაეკისრა.
„ნიუპრესი“ დაინტერესედა, მიმდინარე წელს მერიამ ადმიისტრაციული სამართალდარღვევის რამდენი ოქმი გამოწერა. ასევე კომპანიას, რომლის გამოც ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეფერხების მიმდინარეობს, ბიუეჯტში რა თანხის შეტანა დაევალა.
მოწოდებული ინფორმაციით, „SMK“-ს იანვარ-აგვისტოს განმავლობაში ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის 33 ოქმი გამოეწერა, ამათაგნ ორია განხილვის პროცესში. რაც შეეხება, ჯარიმების ოდენობას, კომპანიას მერიის სასარგებლოდ 27 000 ლარის გადახდა დაევალა.
ამ დროის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო კომპანიამ ბიუჯეტში 800 ლარი შეიტანა. ადმინისტრაციული სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევებისთვის 5000 ლარი. ჯამში, კომპანიამ ბიუჯეტში დაკისრებული ჯარიმებიდან მხოლოდ 5800 ლარი შეიტანა, რაც მხოლოდ 21, 50%-ია.
კომპანია „SMK“ ქუთაისში წყალგაყვანილობის სამუშაოების პროცესში 2015 წლიდან ჩაერთო. შექმნილი პრობლემების გამო კომპანიის ქართული ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ხარვეზები ვერც ახალი გუნდის პირობებში გამოსწორდა და კომპანია, ამ დროდე სამუშაოებს ვადების დარღვევით ასრულებს, რის გამოც არაერთი აქცია გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















