|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციითმიმდინარე წლის 21-25 სექტემბერს სს ენერგოპრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ხონი. 21-25 სექტემბერს მ/ძ ქვესადგურში „ხონი-1“ პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების მიზნით გაითიშება ცალკეული ფიდერები:

21 სექტემბერს 11:00-14:00 სთ. – ფიდერი “ჩაის მეურნეობა“ (ქ. ხონის ნაწილი, სოფლები კუხი, დედალაური, ნამაშევი, ბესიაური);

22 სექტემბერს 11:00-14:00 სთ. – ფიდერი “ქალაქი 4“ (ქ. ხონის ნაწილი, სოფელი ივანდიდი);

25 სექტემბერს 11:00-14:00 სთ. – ფიდერი  “ქალაქი 3“

ხოლო 22-23  სექტემბერს 08:00-19:00 სთ საქართველოს სახელმწიფო ელ. სისტემის მოთხოვნით 500 კვ ეგხ „იმერეთის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოების მიზნით გამოირთვება 10 კვ. ფიდერ „მათხოჯის“ ახალიბედისეულის განშტოება.

ტყიბული. 23 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით 11:00-15:00 საათამდე გამოირთვება მ/ძ ქვესადგური „ხრესილი წევა“, რის გამოც ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდებათ  მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.

ამბროლაური. გ/ხ „ლიხეთზე“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო 23 სექტემბერს 10:00-17:00 სთ. ძაბვის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს სოფლებში ურავი, ლიხეთი, აბარი.

ხარაგაული/ზესტაფონი. 23 სექტემბერს მ/ძ გადამცემ ხაზზე „ხარაგაული 1“ დაგეგემილია სადენების შეცვლა, რის გამოც 10:00-17:00 საათამდე ძაბვა შეეზღუდება ქვესადგურებს „საქასრია“ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები საქასრია, ბორითი, უბისა, ღორეშა, მაქათუბანი, გეთსამანია, ბჟინევი, გრიგალათი, ვერტყვიჭალა, ნადაბური, ციცქიური, წაქვა, ხევი, ხუნევი), „შროშა“ (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები შროშა, საწაბლე, ძირულა, პატ.განთიადი და დიდი განთიადი), „ბოსლევი“ (ზესტაფონის სოფლები ბოსლევი, რკვია და ქვედა საზანო) და „დილიკაური“ (ზესტაფონის სოფელი დილიკაური).

ხარაგაული. 24 სექტემბერს მ/ძ გადამცემ ხაზ „მოლითზე“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო 10:00-17:00 სთ ელექტროენერგიის მიწოდება სეეზღუდება ქს „მოლითი წევას“ მომხმარებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.

ზესტაფონი. 25 სექტემბერს 10:00-17:00 სთ ქვესადგურ „სვირი წევაში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს მეორე სვირი, როდინაული, ცხენთარო, სადგური სვირი.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა