დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპროკურორო საბჭოს წევრი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე გახდა.
საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა.
საპროკურორო საბჭოს წევრი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე გახდა.
ცნობისთვის, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ლონდა ბიჭიკაშვილია.
ავტორი: